„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიის დაჯარიმების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიის დაჯარიმების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე სლოგანის „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ განთავსებას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პარტიული სლოგანის გამოყენებას, რასაც რეაგირება აუდიტის სამსახურის მხრიდან უნდა მოჰყვეს და თბილისის მერია უნდა დაჯარიმდეს.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ სლოგანის დემონტაჟის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

შესაბამის სარჩელს პარტია ორშაბათს შეიტანს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : კონსტიტუციაში ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის ოთხი საფუძველი რჩება
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას დანიშვნა “სემეკში” ნიშნავს მოსახლეობის დაცინვას – ოპოზიცია