„ნაციონალურმა მოძრაობამ“, პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივ აქტი – სესიაშვილი

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივ აქტი – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გააკეთა.

ის 20 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სესიაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტების მიზანი იყო, რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და პოლიცია იძულებული გახდა, რომ დამატებითი ძალა გამოეყენებინა.

,,რაც იმ საღამოს მოხდა, ვგულისხმობ ძალადობრივ აქტს, მესმის რომ იყო საფუძვლიანი პროტესტი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამ პოლტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივ აქტი, გამოიყენა ადამიანები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მინიმუმ, მათი დასუსტების, ქვეყნის დასუსტების მიზნით და რა თქმა უნდა, მიზანი იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ ეს ყველაფერი. ეს სამარცხვინო ქცევაა“,- განაცხადა სესიაშვილმა

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური იდიოტების პროცენტი მაღალია პარლამენტში და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მერე იდიოტების რიცხვი გაიზრდება
შემდეგი სტატიამარშანია: ჟურნალისტები ენმ-ის მომსახურე პერსონალი ხართ, რა ბინძური შეფასებები გამიბედეთ?