“ნაციონალურმა მოძრაობამ” მუხიანში მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა მუხიანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინეს.

მათ ადგილობრივ მოსახლეობას ის გეგმა გააცნეს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას გულისხმობს. სერგო რატიანი მუხიანელებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დაჰპირდა, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია.

გიორგი ბარამიძემ ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, მან ყურადღება რაიონში არსებულ სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა და ყველა იმ საკითხის დაყენებას დაპირდა, რაც მუხიანის მოსახლეობას აწუხებს.

„ტყუილების, უნიათობის, უკუსვლის, განუკითხაობის პერიოდი ქვეყანაში უდნა დასრულდეს და მხარი უნდა დავუჭიროთ იმ გუნდს, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელსაც აქვს ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ პენსიონერს ჰქონდეს ნორმალური პენსია, რომ ჩვენს ქვეყანაში განახლდეს ის საქმიანობა, მათ შორის ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან,“- განაცხადა გია ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში“ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მალე მიიღოს”
შემდეგი სტატიაოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული