„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეცვალა

ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“ ნიკა მელიამ განაცხადა.

მან აქცია-მსვლელობის მონაწილე პირებს გეზი შეუცვალა და იმ მიმართულებით წაიყვანა, საითაც გადაადგილება დაანონსებული არ ყოფილა.

„სპეცრაზმს არბენინებენ წინ და უკან, ახლა გადაისროლეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჩვენ წავედით აქეთ და ისინი გამოგვყვებიან უკან. ჩვენი ამოცანა სპეცრაზმთან კომფროტაცია არ არის, კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს ყველამ, რას ნიშნავს არაძალადობრივი პროცესი.

ძალიან ტრაგიკომიკური ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში შექმნილი, არბენინებენ წინა და უკან, ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ. მართლა თავმდაბლობის გარეშე, ის ძალა, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება, სარგებლობს გაცილებით დიდი ინტელექტუალური პასუხისმგებლიანი უპირატესობით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. როგორც კი გეზი შევცვალეთ, სპეცრაზმი და შესაბამისი სამსახურები სასწრაფო წესით გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ ე.წ. იუთერნი, ანუ მოვტრიალდით და წამოვედით სხვა მიმართულებით, ახლა ესენი გამოგვეკიდებიან. თუ გინახავთ სადმე მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმი დასდევდეს, მეც დამაინტერესებდა, პირველად ვნახე ასეთი რაღაც“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი: საქართველოს პოზიციაა, რომ დასავლელი პარტნიორების წინაშე წარვდგეთ ძალიან მკაფიო პოზიციით
შემდეგი სტატიათალაკვაძე: კონსილიუმს არ შეიძლება კითხვები დავუსვათ მოქალაქეებმა? ჩვენც გვაქვს კითხვები