კორცხელის 53-ე უბანზე არჩევნები “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო

ceeskoწინასწარი შედეგებით ცნობილი ხდება, რომ კორცხელის 53-ე უბანზე არჩევნები “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო.

როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა კონკურენტს 10 ხმით მოუგო. კორცხელის 54-ე უბანზე კი გამარჯვება 47 ხმით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო.

 

 

შეგახსენებთ, რომ  ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.

 

 

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: „ფულზე სულგაყიდულები ხართ!“
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილმა ვარადებული ლაშხიას გამარჯვება კიევიდან მიულოცა