“ნაციონალურმა მოძრაობამ” ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე შესაძლოა, 4 წლის შემდეგ ძველ თანამდებობაზე დაბრუნდეს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

დღესვე აჭარაში პარტიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებმა იმ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რასაც პარტიის წევრები გამარჯვების შემთხვევაში აჭარაში გეგმავენ.

“8 ოქტომბერი გადამწყვეტი დღეა ყოველი ჩვენგანისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის – ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის. უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ რეგიონში უპატრონობა, ერთად როგორც ჩვენი მიზანია, ხალხთან ერთად და ხალხისთვის, გამარჯვების შემდეგ კი უნდა დავიწყოთ სამის კეთება,”- განაცხადა ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
შემდეგი სტატია“მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია” – ნარმანია თბილისის საცობებთან დაკავშირებით