“ნაციონალურმა მოძრაობამ” კონსტიტუციის დასაცავად აქციები ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში გამართა

“დაიცავი კონსტიტუცია, დაიცავი უფლება აირჩიო პრეზიდენტი,დაიცავი შენი ხმა,” – ამ ლიზუნგებით მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის” აქცია გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს “ნაციონალური მოძრაობის წევრები” აპროტესტებენ. მათი თქმით, მოქალაქეებს არ უნდა წაერთვათ ხმის უფლება, პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში და პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა.

,,არ დავუშვებთ ბრეჟნევის ეპოქის დაბრუნებას ქვეყანაში და აუცილებლად დავამარცხებთ ჭორვილელ ბრეჟნევს,”- განაცხადა გიორგი უკლებამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების” წინააღმდეგ აქცია ზუგდიდშიც გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სახალხო განხილვები მხოლოდ ფორმალობაა და ცვლილებების პაკეტი რეალურად არა ხალხის, არამედ ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული.

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია დღეს ბათუმშიც გაიმართა. პარტიის წევრების განცხადებით, კონსტიტუციას ირგებს მმართველი გუნდი და ისინი ქვეყნის მთავარი კანონის დაცვასაქცებით აპირებენ. მათივე თქმით, ხალხს არ უნდა წაერთვას ხმის უფლება. აქცია ბათუმის იუსტიციის სახლთან გაიმართა.

banner
წინა სტატიაში(video) ფილარმონიაში კონსტიტუციის პროექტის განხილვა ვერ იწყება
შემდეგი სტატია“ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა საქართველოს პროკურატურაში სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა