,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ გურჯაანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა. მოსახლეობასთან კანდიდატის ოფიციალური წარდგენა სოფელ ველისციხის ვენახებში მოხდა. პარტიის ლიდერებმა, რომლებიც ღვინიაშვილის წარდგენას ესწრებოდნენ, წინასაარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს და მოსახლეობას ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

,,სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა, ის, რომ რეგიონებში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, განვითარება შეჩერებულია. მე ძალიან კარგად ვიცნობ გურჯაანის რაიონს, ძალიან ბევრ ადამიანს და კარგად ვიცი აქაური პრობლემები. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, რისიც მჯერა, თავჩაუხრელი შრომით შევძლებთ, რომ ქვეყანა და რაიონი წავიდეს წინ და ყველა ადამიანმა თავის თავსა და თავის ოჯახზე იგრძნოს ეს სიკეთე“-განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა,რომელმაც წარდგენის შემდეგ.

გიორგი ღვინიაშვილი პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრია.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: კარგი იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია წინასწარ არ გვეზეიმა