“ნაციონალური მოძრაობის” წევრს შეკვეთილში თავს დაესხნენ – მირდატ ქამადაძე

ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ. ქამადაძის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ისინი ბათუმიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებოდნენ, რათა გიორგი გახარიას გადადგომა მოეთხოვათ.

ქამადაძის განცხადებით, მათთან უცნობი პირი მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კი დიასამიძეს თავს დაესხა. მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის თქმით, ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის ორგანიზებული.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლების მარში” – მსვლელობა 19 საათზე დაიწყება
შემდეგი სტატიადატბორილი ქუჩები და სახლების პირველი სართულები – ბათუმში წვიმამ პრობლემები შექმნა