“ნაციონალური მოძრაობის” წევრი: ბათუმში სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პეტრე ზამბახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა ბათუმში.

მისი განმარტებით, პროცედურულ დარღვევებთან ერთად, დაფიქსირდა ე.წ კარუსელის ფაქტი. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მე- 6 უბანზე კარუსელი დატრიალდა – მამაკაცმა 2-ჯერ მისცა ხმა და იგივეს გაკეთებას მესამედაც ცდილობდა.

“103-ე უბანზე, სადაც თვითმმართველობის არჩევნები მოვიგეთ, პოლიციის მობილიზება ხდება, რომელებიც სამოქალაქო ტანისამოსში არიან. არავინ ვიცით რატომ არიან იქ. როგორც ჩანს, მათ ამომრჩეველზე ზემოქმედება სურთ”, – განაცხადა ზამბახიძემ.

პარტიის მონაცემებით, მათ აქვთ შესაბამისი ვიდეობი და ასევე, დაწერილი აქვთ 30-მდე საჩივარი.

banner
წინა სტატიაშიუბედურ შემთხვევას გლდანში დედა და მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლნენ
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას