“ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასოდეს ვყოფილვარ”- “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა “დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელს კახა მიქაიას დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია

“განცხადება პარტიაში შესვლაზე არ დამიწერია და გასვლაზე როგორ დავწერდი”- განუცხადა ლაგვილავამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება დღს გაჟღერებულ კიდევ ერთ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამირან ლაგვილავა 2012 წელს ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა, მან შემდეგნაირი პასუხი გასცა: “რვა წელი ვემსახურე იმ მთავრობას”.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური საბაჟოზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაბაღდათის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება