“ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან გადასატან ყუთებზე უარის თქმამ ტენდენციური ხასიათი მიიღო”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე 50-მდე დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, საარჩევნო დღე მიმდინარეობს დარღვევების გარეშე, თუმცა გარკვეულ უბნებში მაინც შეინიშნებოდა დარღვევები.

„ამ ეტაპამდე ჩვენ დავაფიქსირეთ 50-მდე დარღვევა დავაფიქსირეთ. პირველ რიგში, ფაქტობრივად ტენდენციის სახე მიიღო იმან, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო კომისიებში უარს აცხადებენ გადასატანი ყუთების წამღებთან წილისყრაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა, რადგან ამან ტენდენციური ხასიათი მიიღო. რამდენიმე უბანზე ერთი პარტიის ორი წარმომადგენლის ერთდროულად ყოფნა. რუსთავის 30-ე და მარნეულის 72-ე უბნებზე რამდენიმე დამკვირვებელს კომისიამ ვადაგასული პირადობის მოწმობის მეშვეობით მიაცემინეს ხმა. ასევე შიდა ქართლში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ხმის მისაცემ კაბინაში კომისიის წევრი შეჰყვა ამომრჩეველს”, – განაცხადა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშინასაკირალში ,,ქართული ოცნება“ ,,ნაცმოძრაობის“ დეპუტატს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიალაგოდეხში, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი შეიჭრა