„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების კუთვნილი კარვები დატოვონ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის წინ არსებულ კარვებში შესვლას ითხოვენ. რუსთაველოს გამზირზე იმყოფებიან ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კოტე იოსელიანი და პარტიის სხვა წევრები. ისინი მოითხოვენ აქციის მონაწილეების კუთვნილი კარვები პოლიციის თანამშრომლებმა დატოვონ. ნიკა მელია ასევე ითხოვს პოლიციის პასუხისმგებელ პირს, რომელიც მას კითხვებზე პასუხს გასცემს.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის მისამართით განცხადებას აკეთებს.
“ამ ადამიანმა გადააქცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ნაწილი ბანდიტურ დაჯგუფებად. დღეს, რუსთაველის გამზირზე, დილის 06:00 საათიდან უკვე სისხლის სამართლის 5 დანაშაული ჩაიდინა. ეს არის: პოლიტიკოსების გატაცება, პოლიტიკოსების დაშინება, დანაშაულებრივი დავალებების შესრულება, მას აქვს მხოლოდ დღეს რამდენიმე დანაშაული ჩადენილი და ამას არ აკეთებს შემთხვევით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე არის ადიკო ივანიშვილის ნათლული. ის არის ივანიშვილის ოჯახის პირადი პოლიციელი, რომელმაც პოლიციის ნაწილი გადააქცია ბანდიტურ დაჯგუფებად. ამ დაჯგუფებებს იყენებს ხალხის დასათრგუნად, რამდენად გაუვათ ეს, ამას შემდეგი დღეები აჩვენებს”, – განაცხადა ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავამ და რუსთაველის გამზირზე დაკავებულმა სხვა პირებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს
შემდეგი სტატია“ეს არის ძალადობა საკუთარ ხალხზე… ცხვირს მოიტეხავთ! აქცია ჩატარდება და ბევრად უფრო მკაცრი იქნება”