“ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაკითხვის უწყებებს არ იბარებენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები სუს-ის თანამშრომლების მიერ მიტანილ დაკითხვის უწყებებს არ იბარებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისულ სუს-ის თანამშრომლებს პარტიის ლიდერები აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დახვდნენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ისინი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარების უწყებები მიიტანეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტში დღეს გავრცელდა.

ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოუწოდებს, აქტიურად იმოქმედონ.

აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ პარტიის ლიდერები, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ