“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და თამარ ჟვანიას შეხვედრა დასრულდა.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ამომრჩევლების მობილიზება ხდებოდა, თუმცა ამის დამადასტურებელი ჩანაწერი არ აქვთ.

“ქართულ ოცნებას” ჰქონდა მცდელობა, რომ პირველ საათამდე მოეხდინა ამომრჩევლების მობილიზება. წესით ეს უბნები უნდა გაუქმდეს, ვნახოთ, რა მოხდება. “ქართული ოცნება” ასე ადმინისტრაციული რესურსით ვერ მოიგებს არჩევნებს, ასე უკანონობით. თითოეული თბილისელი უნდა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი ხმა. ამის ჩანაწერი სამწუხაროდ არ გვაქვს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აუცილებლად ექნება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენს, რათა სიები გადაამოწმოს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამოვლენილ დარღვევეზე ისაუბრა
შემდეგი სტატია„უნდა გავარკვიოთ ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი“ – ბესელია მარნეულში არსებულ სიტუაციაზე