“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიჯიტ ბრინკსს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და საარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, დღეს საქართველოში საარჩევნო გარემო არათანაბარია.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი, ოპოზიციური პარტიების ძალისხმევით და ჩვენი პარტნიორების დახმარებით ამ ოლიგარქიულ სისტემას ძალიან მალე მოვტეხავთ ფრთებს“-განაცხადა ნიკა მელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემაც. მისი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კუთხით.

„ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მხოლოდ შეერთებული შტატების მეშვეობით მივიღოთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება ეს ბიუჯეტის გაათმაგებას ნიშნავს.

შეერთებული შტატები არ ამბობს უარს, არ ამბობდა უარს და არასდროს იტყვის უარს ჩვენს მხარდაჭერაზე, რაც შეეხება ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღის განმავლობაში შეხვედრებს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართავს.

banner
წინა სტატიაშითიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება
შემდეგი სტატიააშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი – საქართველო აშშ-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია