„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონლური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა, „მოძრაობა ძალა ერთობაშია“, „გირჩი“, „თავისუფალი საქართველოსა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან.

მისი თქმით, დავით კირკიტაძე არის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი და მძევალი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დავით კირკიტაძე არ დაემალება სასამართლოს, არ მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე და არ გაანადგურებს მტკიცებულებებს“, – განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაში“გეგეშიძე მოძალადეა… გაგადგეს”- აქცია ჭიდაობის ფედერაციასთან
შემდეგი სტატია39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა