“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა დაკითხვა დღის წესრიგში რჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ თაიმერ-ს სუს-ში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

„გამოძიების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სათანადო საპროცესო წესით დამაგრდა სისხლის სამართლის საქმეზე და მოწმის სახით დაბარებულნი იქნენ აუდიოჩანაწერში მოხსენებული საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე განაცხადეს უარი. ხსენებულ პირთა გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დგას დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“, – აცხადებენ სუს-ში.

27 სექტემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სუს-შ დაკითხვაზე დაბარებული იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი ბობოხიძე, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძემ შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალურ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა