„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს სავარაუდოდ, დღეს აირჩევენ

დღეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ.

პოლიტსაბჭოს სხდომა დღის მეორე ნახევარში შედგება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ზუსტ დროს მოგვიანებით გაავრცელებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და აღნიშნა, რომ პირადად დაუჭერდა მხარს გრიგოლ ვაშაძეს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის ზოგადი პრინციპები სწორია, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი დეტალი დასახვეწი იყოს
შემდეგი სტატია(Video) ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ერთმანეთს ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ