ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეჭრისთვის შსს-მ გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის, ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, საარჩევნო შტაბში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპარატურის დასაყენებლად შეიჭრა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი – სასულიერო პირებს გვაქვს შეთანხება, რომ არ არის სწორი, ვაკეთოთ საჯარო პოლიტიკური განცხადებები დავით გარეჯის თემაზე