„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების ლიდერების კონფერენცია

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების ლიდერების კონფერენცია გაიმართა. მუშაობაში მონაწილეობდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აუცილებელია, მოქალაქეებთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია და სიახლოვე. მათი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება ქვეყანაში ცვლილებების განსახორციელებლად.

„სამწუხაროდ, არავისთვის არ არის ახალი, რომ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაა, რბილად რომ ვთქვათ, უმძიმესი. გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ცვლილება. იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, საჭიროა, საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელზეც თანხმდება ყველა ოპოზიციური პარტია, რაც საქართველოში არსებობს. ამისთვის, ჩვენ უახლოეს დღეებში ვიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას, ერთობლივად, სხვა პოლიტიკური პარტიებთან ერთად,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უკიდურესად სასარგებლოა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ატარებს კონფერენციას, სადაც ძალიან სერიოზული ანალიზი გაკეთდა იმაზე, რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და რა შედეგებით დავამთავრეთ ეს არჩევნები,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ,,ქართული ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს?