“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობამ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას მხარი არ დაუჭირა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილე 50 წევრიდან 25-მა 7 ათასიანი ყრილობის ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის აურჩევლობას დაუჭირა მხარი.

24-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ერთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ამ მონაცემებს პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს – „მიშას გუნდმა გაიმარჯვა“.

„ნაციონალურ მოძრაობაში” ყრილობის ჩატარებასთან და პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშრებით აზრი ორად არის გაყოფილი.

პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყრილობა უნდა ჩატარდეს დაახლოებით 7 ათასი მონაწილით, მაგრამ არ უნდა იყოს არჩეული პარტიის თავმჯდომარე. მეორე ნაწილის აზრით კი ყრილობას უნდა ესწრებოდეს მაქსიმუმ 2200 დელეგატი და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე და ყრილობამ მისი შემცლელი უნდა აირჩიოს.

banner
წინა სტატიაში25/24-ის წინააღმდეგ “ნაციონალურ მოძრაობაში” კენჭისყრა დასრულდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: უნდა ვისწავლოთ პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის მშვიდად მიღება