„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ყრილობის გამართვის დეტალებზე მსჯელობენ

პარტიის პოლისტსაბჭოს სხდომაზე დღეს საუბარი იქნება ყრილობის გამართვის, დელეგატების არჩევის წესსა და დღის წესრიგზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განუცხადა.

„ყრილობის რომელ მოდელს ვემხრობი, ეს საიდუმლო არ არის. ძირითადი პაკეტი ითვალისწინებს, რომ ყრილობაზე იყოს 2000 ადამიანი, ეს არის ერთის მხრივ ფართო წარმომადენლობა, ვიწვევთ ყველა ინტერესთა ჯგუფს და ყველა ჯგუფს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული. იქნება მთელი აქტივი წარმოდგნილი. ასეთი პრაქტიკა არის დასავლურ ქვეყნებში. არსებობს მეორე მოსაზრება, სადაც 7000 კაცზეა საუბარი, გადაწყდება ყველაფერი ყრილობაზე. პარტიის ლიდერის თემაზე დღეს საუბარი არ იქნება“,-აღნიშნა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ჩემს ნებისმირ გადაწყვეტილებას საფუძვლად ექნება პარტიის ერთიანობა, სიძლიერე და ბრძოლაში წარმატება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იგეგმება