“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ცოცხალი ჭაჯვი ს” აქცია გაიმართა

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, ლოზუნგით “არა გაზპრომს”, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ცოცხალი ჭაჯვი ს” აქცია გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, “თავისუფალი ზონის” წევრები და ის მოქალაქეები, ვინც “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აპროტესტებენ. მათ მიტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით: “წადი “გაზპრომ”, “არა “გაზპრომს” და სხვ.

როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი მთავრობა არ შეეცადოს საქართველოს რუსულ გაზზე გადართვას.

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია – “არა გაზპრომს”. მე ჩემს შვილთან ერთად მოვედი ამ აქციაზე. “არა გაზპრომს” იმიტომ, რომ “გაზპრომი” არის ტოტალიტარული რუსეთის ყველაზე მძლავრი იარაღი სხვა ქვეყნებზე ზეგავლენის მოხდენისთვის. მთელი ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო ცდილობს დაშორდეს ამ კომპანიას და სამარცხვინოა, რომ ქართული ხელისუფლება მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველი გამარჯვება მიღწეულია, რომ აზერბაიჯანთან გაგრძელებულია შეთანხმება, თუმცა ვიკრიბებით იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ მთავრობას არ მოუნდეს საქართველოს რუსულ გაზზე გადართვა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ასევე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის საკრებულოში. კერძოდ, სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე და სხვები.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ცხონებისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა არის მოწყალება
შემდეგი სტატიალოზუნგით – “არა გაზპრომს” რუსეთის საელჩოსთან “ცოცხალი ჯაჭვის” აქცია გაიმართა