ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

ენმ-ის თავმჯდომარე პარტიის ოფისზე თავდასხმის ღამეს გადაღებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელებმა ტერიტორია 10-ობით ავტომობილით დატოვეს და ისინი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააცილა:

ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, “იდეალის” საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს “ბანდიტების” ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ … თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ.” წერს ხაბეიშვილი

 

banner
წინა სტატიაშიგულწრფელად გითხრათ, არ მესმის, რატომ მალავენ – დეკანოიძე “ქართული ოცნების” წევრების დასანქცირებაზე
შემდეგი სტატიამისი მიზანი არის სწორედ საქართცელოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მტრების ამარა დატოვება – ბოკუჩავა “ქართულ ოცნებაზე”