“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან კიდევ რამდენიმე კარავი გაშალეს

მასობრივი შიმშილობის მეოთხე დღე – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც, რისთვისაც ადგილზე წუხელ დამატებითი კარვები დადგეს. მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

“მთავარი მოთხოვნა არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პუტინის ტყვეობიდან გათავისუფლება. ეს არის აუცილებელი, ისევე როგორ სხვა პოლიტპატიმრების მიმართ მიმდინარე საქმეების შეწყვეტა და მათი გათავისუფლება იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მეტნაკლებად მოახერხოს ნორმალური განვითარება”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაშსს-მ ”ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა