ნაციონალური მოძრაობის ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა

ნაციონალური მოძრაობის ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა. მას სალომე სამადაშვილი დახვდა და მასთან ერთად შენობაში შევიდა.

“ქართული ოცნება დაადგა დიქტატურის დამყარების გზას და ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები, ამას ნიშნავს ლიეტუვის ელჩის აქ მოსვლა”, – თქვა სამადაშვილმა.

ელჩმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ახლა მიმდინარე პროცესებს სოლიდარობას უცხადებს და ლიეტუვა არის საქართველოს ერთერთი მთავარი მხარდამჭერი.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ხვალ დაასახელებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია