“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სამართალდამცავები არიან მობილიზებულები

ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება მათი მობილიზება.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კი ოპოზიციის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. ოფისში შეკრებილები ამბობენ, რომ თუ სასამართლო მელიას დაპატიმრებას მოითხოვს, მხარდამჭერები მას დაკავების უფლებას არ მისცემენ.

 

banner
წინა სტატიაშიმათ მოუწევთ ძალის გამოყენება მთელი პოლიტიკური სპექტრის და იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამას აპროტესტებს
შემდეგი სტატიააღარ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით მივედით ციხეში