,,„ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების საფრთხე შეიქმნა-დღეს არის უმძიმესი დღე სააკაშვილის რეჟიმის”

რუსთაველის გამზირზე, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ მართავს.

2004 წელს, პატრულის მიერ, დიდუბის ეკლესიის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველის განცხადებით, დღეს ყველა ის ადამიანი უნდა გამოვიდეს და მათ გვერდით დადგეს, ვისაც არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

“დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე სააკაშვილის რეჟიმის. ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის ბედზე, მოვუწოდებთ, გამოვიდეს ქუჩაში. საფრთხე შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების. დღეს გვინდა გაიხსენოს საზოგადოებამ თუ რა გამოვიარეთ სააკაშვილის მმართველობის დროს. ამასთან, აუცილებელია მეორე ტურში ყველა მივიდეს არჩევნებზე. ჩვენ ამ აქციებს გავაგრძელებთ საქართველოს ყველა რაიონში და ვეტყვით, რომ იმ ბოროტი ძალის დაბრუნება არ შეიძლება”, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები გაივლიან იმ ადგილებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის მონაწილეების დარბევა მოხდა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის თეატრის წინ გამართული აქციის მონაწილეებმა ოპერასთან გადაინაცვლეს
შემდეგი სტატია,,არ აქვს მნიშვნელობა, ქართველია, აზერბაიჯანელი თუ სომეხი, 7 ნოემბრის დავიწყება არ შეიძლება”