„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ უკრაინაში მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით გამოვუცხადოთ სოლიდარობა – პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ უკრაინაში მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს გვერდით დავუდგეთ, მათ გამოვუცხადოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რა ინფორმაცია აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკრაინაში ვიზიტისას იგეგმება თუ არა რაიმე პროვოკაციები.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ჩაეშალა, სულ მცირე ყოფილიყო ოპოზიციის გარეშე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი.

„საბოლოო ჯამში ვნახეთ, როდესაც ჩვენი მხრიდან შეთავაზება იყო, რომ ყველა წამოსულიყო, მაშინ სხვა აღარაფერი დარჩათ, რომ უარი ეთქვათ მონაწილეობაზე. საჯაროდაც საუბრობენ ისინი მათ განწყობებზე ამ ვიზიტთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ ჩვენ მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს გვერდით დავუდგეთ, მათ გამოვუცხადოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით. ეს არ არის პარტიული ვიზიტი და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიმიჯნა პარლამენტისგან. ეს არის სოლიდარობის გამოცხადება ქართველი ხალხის სახელით. საჯარო განცხადებებში იყო საუბარი, რომ მათი განწყობა როგორია ამ ვიზიტთან დაკავშირებით, გვესმოდა იქ მყოფი მათი წარმომადგენლების მხრიდან, დეტალებში არ შევალ. იქნება ძალიან თბილი და მეგობრული ვიზიტი, ჩვენ იქ ძალიან გველოდებიან, უხარიათ, რომ ეს დელეგაცია ჩადის, რომ არის ინტერპარტიული დელეგაცია და ჩვენ სწორედ ამ ემოციის გამოსახატად ჩავდივართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტისას უსაფრთხოების ზომები ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი.

„ჩვენ ზოგადად გვესმის, მათ შორის საჯარო განცხადებებიდან, როგორი განწყობა აქვს „ნაციონალური მოძრაობას“ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მათ თავი გაიმიჯნეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციიდან. ისინი ცდილობდნენ, თავიდან საერთოდ ჩაეშალათ ვიზიტში ოპოზიციის მონაწილეობა, ულტიმატუმის დაყენებით, ყველა ან არავინ, როდესაც შევთავაზეთ ყველა წამოსულიყო, მაშინ გადათქვეს და თქვეს, რომ უკვე აღარ იქნებიან ამ დელეგაციაში. მათი არმონაწილეობა გარკვეულ ეჭვებს იწვევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარია უკრაინის „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ განთავისუფლება – პესკოვი
შემდეგი სტატიარუსებმა ნიკოლაევზე იერიში ზალპური სისტემებით მიიტანეს – არის მსხვერპლი (ფოტო)