“ნაციონალური მოძრაობის” მხერდამჭერთა აქცია თავისუფლების მოედანზე დასრულდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხერდამჭერთა აქცია დასრულდა. აქცია “ვარდების მოედანზე” მიმდინარეობდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

აქცია მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით დასრულდა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მსვლელობის მიზანი შეკრებილების რაოდენობის დემონსტრირება იყო.

აქცია საქართველოს ჰიმნით, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზად დავით ბაქრაძემ მეტროს გამორთვა და ხელისუფლების მხრიდან მათი მხარდამჭერების შეფერხება დაასახელა.

“ნაციონალების” მხარდამჭერ აქციაზე მოხდა ლექსენის სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც ბაქრაძის განცხადებით, მომღერალმა სპეციალურად ამ დღისთვის დაწერა.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ვარდების რევოლუცია 2
შემდეგი სტატიაკადიროვი მესამედ გახდა პრეზიდენტი