„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გლდანის ციხისკენ ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გლდანის ციხისკენ ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს. ისინი გლდანის ციხესთან სიგნალებით რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩერდნენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, აღნიშნული მსვლელობა მიხეილ სააკაშვილის გამხნევებას ემსახურებოდა.

მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერები და უბრალო მოქალაქეები აქციებს გამართავენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ნადირაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ლიდერები მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ საავადმყოფოსთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო სააკაშვილზე: თუ აღმოჩნდება, რომ იქ არაა შესაბამისი პირობები, გადაიყვანონ
შემდეგი სტატიაორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა