„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ავტოკოლონებით მსვლელობა დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ავტოკოლონებით მსვლელობა, რომელიც პარტიის ცენტრალური ოფისიდან დაიწყო, თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

აქციის მონაწილეები ავლაბრის, სამგორის, ისნის, ორთაჭალის რაიონებში გადაადგილდებოდნენ, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანს და რუსთაველის გამზირს წრე რამდენჯერმე დაარტყეს.

აქციის სამი მთავარი მოთხოვნა იყო: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ასევე მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.

banner
წინა სტატიაშიბასილაია: მონიტორზე უნდოდათ ჩაერთოთ მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიახუციშვილი – 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი