“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია “არა გაზპრომს” დასრულდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია “არა გაზპრომს” დასრულდა. აქციის მონაწილეები შეკრებილები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოდან მთავრობის ადმინისტრაციამდე და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული.

აქციის მონაწილეებმა დღევანდელი საპროტესტო აქციის დასასრულს ჰაერში ლურჯი ბუშტები , წარწერით “არა გაზპრომს” გაუშვეს იმის ნიშნად, რომ მათ არ სურთ საქართველო დამოკიდებული იყოს რუსულ გაზზე.

საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში“არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად “გაზპრომი” საქართველოს არ სჭირდება”
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკოს ანდერძი გამოქვეყნდა