” ნაციონალური მოძრაობის” ლიდრები მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან

nacebiმარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან ამ წუთებში მოვიდნენ ” ნაციონალური მოძრაობის” ლიდრები მათ ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე არჩევნები პროცედურული დარღვევებით გაიხნა. ამის გამო პირველმა ამომრჩეველმა ხმა 15 წუთის დაგვიანებით მისცა.ყიზილაჯლოში არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმა 5 საჩივარი დაწერა.

“დარღვეული იყო თავიდანვე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები. გაიხსნა დაგვიანებით, შესაბამისად წილისყრები ჩატარდა დარღვევით. ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე, დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, რადგან პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული. ასევე, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ა.შ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც უკვე დაფიქსირდა დარღვევა. ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს, კაბინის უკან დგას დამკვირვებელი, რომელიც ჩემი სუბიექტური აზრით არღვევს კენჭისყრის ფარულობის პრინციპს. მე დავწერე 5 საჩივარი“,- განაცხადა ჟუნრალისტებთან თეა ქეცბაიამ.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში თეთრი ფხვნილის გამო ჰილარი კლინტონის შტაბის ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: მთავარია, რომ ყიზილაჯლოში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია