„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომ ღიად ამბობს, თურმე შესაძლებელია ივანიშვილის ბიზნესმენებთან საუბარი, რა, როგორ უნდა შეიცვალოს, მძიმე მდგომარეობა გვაქვს – დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომ ღიად საუბრობს იმის შესახებ, თურმე შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან საუბარი, რა და როგორ უნდა შეიცვალოს, მძიმე მდგომარეობა გვაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, უმჯობესია, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ესაუბროს საზოგადოებას, რა და როგორ უნდა შეიცვალოს.

„ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ყოვლად მიუღებელია ბიძინას ბიზნესმენებთან იმაზე საუბარი, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ზოგადად, ფულის ტომრებთან დისკუსიასა და ამ ვაჭრობაში შესვლა. თან ვისი მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელიც წესით და რიგით პოზიციონერებს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. მათი ლიდერი რომ ღიად საუბრობს იმის შესახებ, თურმე შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან საუბარი რა და როგორ უნდა შეიცვალოს, რა გითხრათ, კითხვაც კი არ ჩნდება, მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ ფულის ტომრებთან საუბარს სჯობს, პირველ რიგში, საქართველოში შენს საზოგადოებას ელაპარაკო, რა და როგორ უნდა შეიცვალოს.

ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებენ, რადგან ეს არის დაუფიქრებელი გაბცხადებები ან კიდევ ძალიან მძიმე მოცემულობა და ძალიან მძიმე აღიარება. როცა ვართ ასეთ კონტაქტურ ბრძოლაში და ერთი წელი იქნება ურთულესი, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ამ დროს სადღაც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმემნებს ვიღაცები ხვდებიან და ასე შეიცვლება თურმე ხელისუფლება. მე კი მგონია, რომ ასეთი გარიგებებით მხოლოდ სკამებზე მიდის ვაჭრობა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, არ ვიცი, ჰკითხეთ ბატონ ნაყოფიას და უგულავას ამასთან დაკავშირებით, რაზეც ილაპარაკა ლევან ხაბეიშვილმა. არავითარი მსგავსი ტიპის მოლაპარაკება ჩვენთან არ მიმდინარეობს. ჩვენ გვქონდა ღია პოზიცია პირადად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, თუ როგორ ხედავთ თანაცხოვრების შესაძლებლობას. ამის იქით ვერავითარი კონფიგურაცია და შემოთავაზება ვერ იქნება საინტერესო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლაში კონკრეტული რეზულტატი დავდოთ და არა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმე მიბრუნდეს კონკრეტულ პოზიციაზე“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიარ ინერვიულოთ ჩემს დასანქცირებასთან დაკავშირებით, თავადაც არ ვნერვიულობ, სხვა პრიორიტეტები აქვს ქვეყანას – კალაძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან