„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, 9 აპრილი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დღეა. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა ანახეს უპრეცედენტო ბრძოლის მაგალითი, ეს იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ამავე დროს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და მუდმივია. ყველა თაობამ უნდა იკისროს ამ ბრძოლაში მონაწილეობის პასუხისმგებლობა“, – აცხადებს მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი – ქვეყანაში პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – 1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი