“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 18:00 საათისთვის არიან დაბარებული

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 18:00 საათისთვის არიან დაბარებული.

როგორც სუს-ში აღნიშნეს, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა.

“აღნიშნული აუდიოჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს, ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18:00 საათზე არიან დაბარებულები. სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება”, – განაცხადეს სუს-ში.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სუს-ში მისვლას არ აპირებენ და დაიკითხებიან თუ არა ისინი პარტიის ოფისში, უწყებაში კომენტარი არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური : მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-ში