“ნაციონალური მოძრაობის” ამ კამპანიას ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს”

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნებას და ძველი სისტემის აღდგენას ცდილობს, თუმცა ამის რესურსი არ გააჩნია.

ზურაბიშვილის შეფასებით, მათთვის ყველაზე მარტივი გზა არეულობაა, რასაც ხელისუფლება მომავალ თვეშიც უნდა ელოდოს, თუმცა დასძენს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამ კამპანიას ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ძველი სისტემის აღდგენა სურს, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნია. ამიტომ, მისი სტრატეგია დივერსია და არეულობაა. როცა არჩევნების მოგების იმედი არ გაქვს და ქვეყნის ინტერესები არ გაღელვებს, ყველაზე მარტივი გზა არეულობაა, რასაც მომავალ თვეებშიც უნდა ველოდოთ, მაგრამ ხელისუფლება აჟიოტაჟს არ უნდა აჰყვეს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკამპანია “ეს შენ გეხება” მოქალაქეებს ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“არ მგონია ანა დოლიძის ობიექტურობას რამე ემუქრებოდეს“, – ლევან ბერძენიშვილი