“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები არ შეცვლილა და ის უკრაინაში ჩავა.
“საქართველოს პროკურატურა იქცევა, როგორც ჯიბის უწყება და ის მეხუთე წელია, ახორციელებს პირადად სააკაშვილის და პროდასავლური ოპოზიციის დევნას. ამ შემთხვევაში ოლიგარქების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა მას შემდეგ, რაც პოროშენკო შეხვდა ივანიშვილს. ორი ოლიგარქი გაერთიანდა საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი და ამას სამართალწარმოებასთან კავშირი არ აქვს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, სამინისტრომ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო. “უკრაინამ მიიღო სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადაციის მოთხოვნა. საქართველოს მთავარი პროკურატურის გზავნილი, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურატურამ მიიღო”, – ინფორმაციას ავრცელებს Интерфакс-Украина.