“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს ქალაქ მარნეულის საკრებულოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ “თაიმერს” “ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აჰმედ იმამ ყულიევის თქმით, დაპირისპირების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან პენსიის 50 ლარით მატებასთან დაკავშირებით დაწყებული კამპანია გახდა.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საქართველოს მასშტაბით პენსიის 50 ლარიანი მატების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში და მის სოფლებში, ვაგროვებდით ხელმოწერებს, როდესაც ინციდენტი მოხდა. მარნეულის საკრებულოში ჩვენს საკრებულოს წევრებს თავს დაესხნენ. იყო ხმამაღალი საუბარიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აპროტესტებდა ჩვენი მხრიდან ხელმოწერების შეგროვებასა და მოსახლეობასთან შეხვედრას. ვინაიდან, მალევე მივხვდით, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ჩვენ სხდომა დავტოვეთ, თუმცა მათ დეპუტატებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავი უწყებები საქმის კურსში არიან”,- განაცხადა აჰმედ იმამ ყულიევმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის მთავრობა Tor-ს და Wi-Fi-ს აკრძალავს
შემდეგი სტატიაანალიტიკოსებმა ისლამური სახელმწიფოს ყოველთვიური შემოსავალი დაითვალეს