“ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის გამზიარებელი პარტიების გაერთიანება, ამომრჩეველს გადაწყვეტილებას გაუადვილებს”

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2016 11:31

“ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის გამზიარებელი პარტიების გაერთიანება, ამომრჩეველს გადაწყვეტილებას გაუადვილებს”

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ახალი გაერთიანების შესაძლო ჩამოყალიბებას, რომელშიც „ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანი“ და პაატა ბურჭულაძოს პარტია მოიაზრებიან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. სესიაშვილის თქმით თუ ეს გაერთიანება მოხდება, ეს ნიშნავს რომ ამ გაერთიანების წევრები ნაციონალური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებენ და წარსულზეც იღებენ პასუხისმგებლობას:

„თუ ეს ძალები ერთად გაერთიანდებიან, ვინც წინა ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებენ და იმ წარსულზეც იღებენ პასუხისმგებლობას, ეს უფრო მარტივი იქნება ამომრჩევლისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, “ვაშაძე-ჯაფარიძე – ახალი არჩევანის” შეთავაზებაზე საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის პარტიაში “სახელმწიფო ხალხისათვის” შესაძლოა, დღეს იმსჯელონ.

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2016 11:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics