„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავენ.

„ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი საქართველოს პარლამენტის წევრები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვუდგებით თავდებში. კარგად გვესმის, რომ ის ამჟამად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება, ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევები და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.

ვსარგებლობთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავდებობის შესაძლებლობით და თითოეული ხელმომწერი ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი – მკურნალობის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ დაბრუნდება საქართველოში და არ აარიდებს თავს სამართლიან მართლმსაჯულებას.

მოგმართავთ თხოვნით – გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ გადაიყვანოთ საზღვარგარეთ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში მისი სრული რეაბილიტაციის მიზნით. იმედს ვიტოვებთ, რომ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც რისკის წინაშე არ დააყენებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, – აღნიშნულია დეპუტატების შუამდგომლობაში.

​ამასთან, აღნიშნული ტექსტი გადაეგზავნათ დეპუტატებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის უკვე მიიღეს

banner
წინა სტატიაშიყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს – ვაშაძე
შემდეგი სტატიაქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, ცოცხალი აღმოჩნდა