,,“ნაციონალური მოძრაობის” და ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატის ანტიქართული გეგმა ჩავარდა”

“ნაციონალური მოძრაობის” და ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატის ანტიქართული გეგმა ჩავარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, რეზოლუციის განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო მცდელობა, მათი მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მეშვეობით პროცესებზე ნეგატიური ზეგავლენა მოეხდინათ. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერ სარეკომენდაციო დოკუმენტს, აღნიშნული სარეკომენდაციო დოკუმენტი მიღებულ იქნა ხმათა ორმხრივი უმრავლესობით.
”ინტერპრესნიუსი” ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ”25-26 აპრილს, ბრიუსელში გამართულ ასოცირების კომიტეტის რიგით მეორე სხდომაზე ნაცმოძრაობის დეპუტატებმა გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ , ისევე როგორც ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (ესპ) ფრაქციის წევრებმა , ე.წ. “ჰარდლაინელებმა”, საირუშ ვოლსკიმ, შტეტინამ და კიდევ სამმა ესპ- ს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერ სარეკომენდაციო დოკუმენტს, მაგრამ, მიუხედავად ამ აშკარად ანტიქართული პოზიციისა ევროპარლამენტის სოც და დემოკრატთა ალიანსის, მწვანეთა პარტიის, ევროკონსერვატორების და ლიბერალების ფრაქციათა დეპუტატებსა და ქართველი დეპუტატების დელეგაციის უმრავლესობას შორის შემდგარი წარმატებული თანამშრომლობით აღნიშნული სარეკომენდაციო დოკუმენტი მიღებულ იქნა ხმათა ორმხრივი უმრავლესობით.
ბრიუსელში გამართულ ორდღიან სხდომას თანათავმჯდომარეების რანგში ევროპარლამენტის მხრიდან, ბრიტანელი პარლამენტარი საჯად კარიმი და საქართველოს პარლამენტიდან მე ვუძღვებოდით.
კომიტეტის მიერ მიღებულ დასკვნით რეკომენდაციდბში და განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირების კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოში რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს. ასევე, კომიტეტი მიესალმება სასამართლო სისტემის და პროკურატურის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით უწყების დეპოლიტიზირების მიზნით პროკურატურის შესახებ კანონში უახლესი ცვლილებების შეტანას.საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი დადებითად აფასებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის და შრომის ახალი კოდექსის მიღებას.
ასოცირების კომიტეტი კვლავ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობის,სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კვლავაც გამოთქვამს წუხილს რუსული შენაერთების მიერ საქართველოს ტერიტორიების -აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხანგრძლივი ოკუპაციის გამო. მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სეპარაციის აღიარება და სრულად პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მკაცრად გმობს ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ მართულ ე.წ.ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას და გაფართოებას.კომიტეტი მიესალმება საქართველოს მხრიდან განხორციელებულ მოქნილ ნაბიჯებსა და პრაგმატულ მიდგომებს, რათა ჩაერთოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეპროცესებში.
როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველოს, ისევე,როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდესევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. კომიტეტმა მიმართა ევროპარლამენტს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ზაფხულის სესიის დასრულებამდე განიხილოს.
რეზოლუციის განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო მცდელობა, მათი მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მეშვეობით პროცესებზე ნეგატიური ზეგავლენა მოეხდინათ და მათ მხარი არ დაუჭირეს კომიტეტის დასკვნით განცხადებას და რეკომენდაციებს, სადაც ბევრ საქართველოს მხარდამჭერ ჩანაწერთან ერთად იყო მოწოდება ვიზალიბერალიზაციის უმოკლეს დროში მინიჭების თაობაზე. ასევე იყო მცდელობები ამ დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მისამართით სხვა ნეგატიური შეფასებები შესულიყო და ვიზალიბერალიზაციის საკითხი პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ინტერესებს მიბმოდა, რაც იმის საშიშროებას ქმნიდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა გადავადებულიყო”, – ნათქვამია ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბელგიის მოსახლეობას რადიაციისგან დასაცავ აბებს დაურიგებენ
შემდეგი სტატია(video) რუსთავში ახალგაზრდას დაცვის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა