ნაციონალური მოძრაობის ცნობით 6 ათასამდე ადამიანს სოციალური დახმარება შეუჩერდა

2015 წლის ივნისის შემდეგ 60 წელს ზემოთ ასაკის, 6 ათასამდე ადამიანს სოციალური დახმარება შეუჩერდა – ამ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარება ძირითადად მარტო, ან მეუღლესთან მცხოვრებ პირებს შეუჩერდა, რომლთა ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს დახმარებაა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის მიმღების შეჩერების ხარჯზე ხელისუფლებამ 15 მილიონი ლარი დაზოგა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
შემდეგი სტატიაიურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო- დეპუტატები ,,საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს განიხილავენ