„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნა უცვლელია-პატიმრობიდან გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდეს.

“კარვების დამატება საჭირო გახდება, რადგან ყოველდღიურად ემატება მოშიმშილეები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაცნობიერებული აქვთ ბრძოლის ეს გზა, მათ იციან, რომ მხოლოდ თავგანწირული ბრძოლით მიიღწევა შედეგი. ეს შედეგი აუცილებლად იქნება გამარჯვება, რომელსაც მოვიპოვებთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.

ვიცით, რომ რთული გზა ავირჩიეთ, მაგრამ რეჟიმმა მეტი გზა არ დაგვიტოვა. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება
შემდეგი სტატიააუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და შეწყდეს პოლიტიკური დევნა – მინაშვილი