“ნაციონალური მოძრაობის” აქცია – პარტიის მხარდამჭერების კოლონა ზუგდიდიდან დაიძრა

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2016 10:58

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია – პარტიის მხარდამჭერების კოლონა ზუგდიდიდან დაიძრა

ნაციონალური მოძრაობის აქციაში მონაწილეობისთვის ზუგდიდიდან თბილისისკენ უკვე გამოემგზავრნენ პარტიის მხარდამჭერები და დეპუტატობის კანდიდატები.

მათ გზადაგზა სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან წამოსული მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.

როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლას რამდენიმე ათასი მხარდამჭერი გეგმავს.

„ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, არსებულმა ხელისუფლებამ თავის რესურსი ამოწურა. გაკოტრებულია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. სამეგრელოდან ძალიან სოლიდური რაოდენობით, დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანი ჩადის თბილისში და დღეს ვაჩვენებთ ჩვენს ძალას და ხალხის ძალას ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას,“ – აცხადებს თენგიზ გუნავა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2016 10:58