“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს

1

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ მიერ ბათუმში გამართული აქცია გააპროტესტეს.

ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თორნიკე ხალვაში აღნიშნული აქციის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს: „დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ დღევანდელი აქცია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ იყო ორგანიზებული. ეს აქცია იყო უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაკვეთილი, კორკოტაშვილის და წითელაშვილის მობილიზება მოახდინეს თბილისიდან, ჩამოიყვანეს. ასევე შუახევიდან, მახოდან და სხვადასხვა სოფლებიდან.“

დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გააკეთეს.

 

წყარო: “ბათუმელები”

banner
წინა სტატიაშიბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise“-მა უმასპინძლა