,,ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის საკრებულოს ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თენგიზ გუნავა ზუგდიდის საკრებულოს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ კომპანიების რამდენიმე თვით გადასახადებისგან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ამ ფაქტით, ქალაქის ბიუჯეტს ნახევარი მილიონის ზარალი მიადგა. იგი ამტკიცებს, რომ ამტკიცებენ, რომ ზუგდიდის საკრებულო კომპანიებს მმართველი გუნდის სასარგებლოდ გაურიგდა.

ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ლაშა დამენიამ ჟურნალისტებს დღეს 2016 წლის 3 ივნისით დათარიღებული შესაბამისი დადგენილება გააცნო.

საუბარია იმ კომპანიების პირველ სექტემბერდამდე მოსაკრებლისგან გათავისუფლებაზე, რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებენ.

საკრებულოში ბრალდებებს ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

banner
წინა სტატიაშიგუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპროკურატურა გუკა რჩეულიშვილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს