“ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორისი კომისიის სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორისი კომისიის სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ სხდომის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“ამ დრომდე არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, მათ შორის იმ ძალადობრივ ინციდენტებზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა, იქნება ეს ფლავისმანის ინციდენტი, სოფელ გამარჯვებასთან აქტივისტებზე თავდასხმა, თუ ჯიხაშკარში პროვოკაციის მცდელობა. მათ შორის იმ პირების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ კორცხელის ინციდენტში. ასეთ პირობებში უწყებათაშორის კომისიას აქვს მხოლოდ პიარ ფუნქცია და ის ვერ და არ ასრულებს საკუთარ როლს. შესაბამისად ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამ ფორმატში მონაწილეობის აზრს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს. ძირითად განსახილველ საკითხთა შორის კომისიის წევრები საარჩევნო პლაკატებისა და ბილბორდების დაზიანებაა.

banner
წინა სტატიაში“თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა